14:00
27 სექტემბერი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
ბევრი ადამიანი იმიტომ არ ტოვებს უმრავლესობას, რომ არ უნდათ შეიქმნას სახელისუფლებო ვაკუუმი და თავზე დაგვემხოს სახელმწიფო - ლევან გოგიჩაიშვილი
01-05-2019

ვფიქრობ, რომ დღეს უმრავლესობა არ უნდა დაიშალოს, რადგან ამან შეიძლება ცუდი რაღაცეები გამოიწვიოს, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გოგიჩაიშვილის თქმით, დღეს რომ „ქართული ოცნება“ არ არის ჩამოშლილი, ამას სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს. მისივე განმარტებით, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვა არჩევნებამდე ძალიან ცუდ პროცესს გამოიწვევს და უმრავლესობის დაშლის საფრთხე ჯერ არ არსებობს.

„ბევრი ადამიანი იმიტომ არ ტოვებს უმრავლესობას, რომ არ უნდათ შეიქმნას სახელისუფლებო ვაკუუმი, დაიშალოს უმრავლესობა და ამან გამოიწვიოს შეუქცევადი პროცესი. მაგალითად, თავზე დაგვემხოს სახელმწიფო. ჩვენ თუ ახლა არ ავიღეთ პროცესები ხელში - გარე ფაქტორები, გარემო, ყველა ელოდება, რომ ამ ქვეყანაში პროცესები ცუდად წავიდეს. ვიღაცეები ხედავენ სწორად და მეც ვფიქრობ, რომ დღეს უმრავლესობა არ უნდა დაიშალოს, რადგან ამან შეიძლება ცუდი რაღაცეები გამოიწვიოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში შედგეს მშვიდობიანად და ზედმეტი ისტერიკის, ემოციების გარეშე. მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ზნეობრივი შინაარსისგან დაცლილმა ორმა პარტიამ („ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“) ვერ შეძლოს წარმატების მიღწევა. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის, რომ არჩევნებმამდე მშვიდობიანად მივიდეთ და მოქალაქეებმა თავისი გადაწყვეტილება დააფიქსირონ. ამისთვის, ჩვენ მათ უნდა შევთავაზოთ, რომ ასარჩევიც არსებობდეს და არ იყოს მარტო „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არჩევანი“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები