ბევრ ადამიანს უყვარს ჩახუტებულს ძილი, თუმცა რიგი მიზეზების გამო, მათ დისკომფორტი ექმნებათ და ვერ ახერეხებნ მშვიდად ძილს. წყვილებს, ვისაც ერთად უყვართ ძილი, უმეტესს შემთხვევაში, მკლავის, მტევნის ან ზურგის ტკივილი აღვიძებთ. ამ პრობლემის გადასაჭრელად ირანელმა დიზაინერმა შექმნა სპეციალური მატრასი, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ ჩახუტებულებმა დაიძინოთ. „წყვილებს ხშირად უჭირთ კომფორტულად მოთავსება და ძილი, სწორედ ამისთვის შევქმენით სპეციალური მატრასი, რომელიც ამ პრობლემას სამუდამოდ მოაგვარებს.“, აცხადებს კომპანიის დამაარსებელი და დირექტორი Mehdi Mojtabavi. მატრასი სახელად, Cuddle Mattress, „ჩასახუტებელი მატრასი“, იმისთვისაა განკუთვნილი, რომ ძილის დროს არ დაგიბუჟდეთ ან გეტკინოთ ხელი.
მატრასი შედგება რამდენიმე ნაწილისგან და იყოფა, როდესაც თქვენ ხელის კომფორტულად მოთავსება გსურთ. ის გარმონის პრინციპით მუშაობს, იშლება. და იკეცება. მაგალითად, როდესაც თქვენ არ იცით სად დადოთ ხელი, მატრასის შრეები იშლება და თქვენ ცარიელ სივრცეში თავისუფლად ათავსებთ მკლავს. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, მატრასი კარგია ხერხემლისთვის და ურზუნველყოფს სწორად წოლას. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, მას ასევე მოყვება წელვადი ზეწარი, შესაბამისად ის ადვილად არ ძვრება და არ იკუჭება. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მატრასი გათვლილია სპეციალურად წყვილებისთის, ვისაც უყვარს ჩახუტებულს წოლა და ძილი. მატრასი ხელმისაწვდომია სხვადსხვა ზომაში და ერგება ნებისმიერი ტიპის საწოლს. მატრასის შემქმნელის თქმით, ტრადიციულ მატრასზე შეუძლებელია კომპორტულად მოთავსება, წყვილები ხშირად წუხდებიან, რის გამოც მათ განცალკევებით უწევთ წოლა. ინოვაციურმა მატრასმა რამდენიმე ჯილდო მოიპოვა. იდეის ავტორის თქმით, ადამიანები კომფორტულად შეძლებენ ძილს და არ შეწაუხებთ მაჯისა და ხელის ტკივილი.