ბეთლემში ტრადიციული საშობაო მესა ჩატარადა, რომელსაც ათასობით პილიგრიმი დაესწრო - Palitra News

ბეთლემში ტრადიციული საშობაო მესა ჩატარადა, რომელსაც ათასობით პილიგრიმი დაესწრო

2019-12-25 10:51:05+04:00

კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტესშობას აღნიშნავს. ქრისტეს შობის ადგილას ბეთლემში ათი ათასობით პილიგრიმია ჩასული. საშობაო მესა ქრისტესშობის ტაძარში იერუსალიმის ლათინო პატრიარქმა პიერბატისტა პიცაბალამ ჩაატარა. მესას დაესწრო პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და პრემიერი მუჰამედ შტაიეჰიც. შეგახსენებთ, ბეთლემი იერუსალიმთან ახლოს მდებარეობს, თუმცა, წმინდა ქალაქისგან ისრაელმა იგი ბარიკადებით გამოყო. სწორედ აღნიშნული ბარიკადის გადალახვა მოუწია პატრიარქსაც, რათა ბეთლემში მესა ჩაეტარებინა.