თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე აფეთქების შედეგად ჩამოშლილია საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის კედელი. ადგილზე ხანძრის კვალი არ ფიქსირდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის დათვალიერება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე, ბესიკის ქუჩაზე მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და შესაბამისი სამსახურები.