თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 29 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბესიკ თამლიანმა გადაწყვეტილება გააპროტესტა და შიმშილობა გამოაცხადა.
მოსამართლის განცხადებით, აქციაზე ბესიკ თამლიანის მხრიდან ძალადობრივი მოქმედების ფაქტი ვლინდებოდა, რაც გათვალისწინებული ძალადობის ნიშნებზე მიანიშნებდა. მისივე თქმით, არსებობდა გარკვეული საფრთხეები და მომეტებულად, ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მისი თქმით, არსებული მოცემულობით პატიმრობა რელევანტურია, რათა საფრთხეები სრულად იყოს აღკვეთილი.