ეკა ბესელიას თანამოაზრე დეპუტატები ბიძინა ივანშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურებიან. მათი თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარის პოზიციის შემდეგ, პარტიის წევრების მიერ გაკეთებულმა განცხადებებემაც ცხადყო რომ ეკა ბესელიასა და მოსამართლეთა სიის თემის გარშემო, უმრავლესობაში ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი. უჭერს თუ არა მხარს ივანიშვილი მოსამართლეობის კანდიდატების სიას, გედევან ფოფხაძის შეფასებით, ამაზე მის განცხადებაში ამაზე პასუხი არ არის. ლევან გოგიჩაიშვილი კი აცხადებს რომ იუსტიციის საბჭოს წევრები ირაკლი კობახიძის გაგულისებული არიან და აქედან მოდის მათი თავდასხმები მათ კოლეგებზე. ბექა ნაცვლიშვილისთვი კი ამბობს რომ მთელს ამ პროცესში მთარვარი არა ისაა, თუ ვინ ვის აკრიტიკებს, არამედ ის, რომ მათმა ღია პოზიციამ მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით, გუნდს ღრმა და საფუძვლიანი მსჯელობისკენ უბიძგა.