ეს განცხადება კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩემს რწმენას, რომ არ შეიძლებოდა ამ სიის მხარდაჭერა, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განცხადებას. მისი თქმით, შემაშფოთებელია ის შინაარსი, რაც იკითხება ამ განცხადებაში, „ხოტბა-დიდება საბჭოს მიმართ და გაკიცხვა ყველა იმ ადამიანის, ვინც კრიტიკულად აფასებდა ამ პროცესს და შინაარსს". მისივე თქმით, ამ კანდიდატებს პარლამენტი მაინც ჩააგდებდა, შესაბამისად ამ განცხადებაში სიახლე არაფერია.მისივე თქმით, ახლა მთავარია კანონში ცვლილებების პროექტი იყოს იმგვარი, რომ რეალური პროცესი გადმოვიდეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების და პარლამენტს ამ ცვლილებებით გაეზარდოს მანდატი კონსტიტუციის ფარგლებში.