ბესელიამ იმდენ საკითხში გაამწარა ოპოზიცია, თუ აპირებდნენ აქამდე გამოიყენებდნენ ამ ჩანაწერებს - რას უკავშირებს გედევან ფოფხაძე ფარული ვიდეოების გავრცელებას? - Palitra News

ბესელიამ იმდენ საკითხში გაამწარა ოპოზიცია, თუ აპირებდნენ აქამდე გამოიყენებდნენ ამ ჩანაწერებს - რას უკავშირებს გედევან ფოფხაძე ფარული ვიდეოების გავრცელებას?

2019-02-02 18:25:37+04:00

ეკა ბესელიამ პოლიტიკურ ოპოზიციას იმდენი უხერხულობა და პრობლემები შეუქმნა, იმდენჯერ გაამწარა, რომ ისინი თუ აპირებდნენ, აქამდეც გაავრცელებდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სამუშაო შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.ის გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-ჩანაწერის გავრცელებაში სპეცსამსახურები დაადანაშაულა.