დაპირისპირება ქალ პარლამენტარებს შორის უკვე ორი დღეა გრძელდება. "სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი უსაქმური და კანონების არმცოდნე" - წერს სოციალურ ქსელში ეკა ბესელია, რიღაც წინა დღეს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ ეხმაურება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ასევე ხაზს უსვამს, რომ სამადაშვილს კომიტეტის სხდომებზე დასწრების ყველაზე მეტი გაცდენა აქვს. "არ წაუკითხავს არც ერთი კანონპროექტი, რაც იხილება პარლამენტში" - აცხადებს ბესელია და იქვე უკვირს, აქამდე რატომ იყო სამადაშვილი კომიტეტის წევრი. მომხდარს წინ სამადაშვილის მიერ კომიტეტის დემონსტრაციულად დატოვება და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლის გადაწყვეტილება უძღოდა. მანამდე ბესელიასა და სამადაშვილის შორის კომიტეტის სხდოამზე მწავავე დაპირისპირებაც მოხდა. ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს რომ ოპოზიციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქმიანობის შესაძლებლობა არ ეძლევა