საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საკანონმდებლო ორგანოს ახალ ინიციატივას წარუდგენს, რომელიც უკვე უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებს შეეხება. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინიციატივა რიგ რეგულაციებს ისახავს მიზნად, რომლისთვისაც კონსტიტუციური ცვლილებებია საჭირო. დეპუტატი დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას ხოლო უახლოეს დღეებში ექნება კონსულტაციები და ინიციატივის დეტალებს ამის შემდეგ გაასაჯაროებს. დღეს ეკა ბესელიამ პარლამენტს უკვე გაჟღერებული ინიციატივაც წარუდგინა. აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, საკუთარ საკანონმდებლო პაკეტის წარდგენას „ევროპული საქართველოც“.