დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა თბილისში, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით შესყიდული საცხოვრებელი ფართები დაათვალიერა,- ამის შესახებ “პალიტრანიუსს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ცნობით, ბესარიონ სიმონიშვილი მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.