11:51
10 აგვისტო, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბერლინში ათასობით ადამიანმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა
01-08-2020

ბერლინში ათასობით ადამიანმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა. მედიის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში გასულ ადამიანებს ხელებში შემდეგი შინაარსის პლაკატები ეჭირათ: „კორონა, ცრუ განგაში“, „გვაიძულებენ, ალიკაპები ვატაროთ,“ „ბუნებრივი დაცვა ვაქცინაციის ნაცვლად“, „დაასრულეთ კორონა პანიკა - დაგვიბრუნეთ ძირითადი უფლებები.“ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა პიტერ ალტმაიერმა განაცხადა, რომ სურს მათთვის, ვინც კორონავირუსის წესებს არღვევს, ჯარიმები უფრო გამკაცრდეს. გერმანიაში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს. ქვეყანაში, გასულ 24 საათში, კოვიდ 19-ის 955 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 209 653-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ვირუსს კიდევ 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 9 148-ს მიაღწია.

AutoPlay
რომელ კლასტერებს უკავშირდება კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ
პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები მინსკს დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ
გამოქვეყნდა 30 წუთის წინ
ჰონგ-კონგის პოლიციამ უსაფრთხოების ახალი კანონის დარღვევისთვის 7 ადამიანი, მათ შორის ცნობილი მედია მაგნატი, დააკავა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ბრაზილიაში კორონავირუსის 23 010 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 572 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საქართველოს მასშტაბით სოლიდარობის აქცია - „ექიმები თეთრი ხალათებით" გაიმართება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები