გერმანიის დედაქალაქი მალე შესაძლოა, გახდეს მსოფლიოში ერთადერთი ქალაქი, რომლის უდიდესი ზონა ავტომობილებისგან თავისუფალი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით პეტიცია Volksentscheid Berlin Autofrei ჩაშვებულია ხელმოწერისთვის ჯერ კიდევ 2020 წელს და უკვე დიდი ხანია მოაგროვა 50 000 ხელმოწერა, რაც საფუძველი გახდა იმის, რომ ის ბერლინის სენატმა განიხილოს. აღნიშნული უწყება ვალდებულია გადაწყვეტილება თებერვალში გამოიტანოს.
თუ გადაწყვეტილება იქნება მხარდაჭერილი, ქალაქის შუაგულში გაჩნდება ზონა ავტომობილების გარეშე. საუბარია 88 კვადრატული კილომეტრის ფართობზე. ამ ზონის საზღვრად განსაზღვრულია წრიული რკინიგზა ბერლინ-რინგბანი.
თუმცა, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აკრძალვა არ შეეხება ყველას - იქ დაშვებული იქნებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები, ნაგავშემკრებები, ტაქსი და მიწოდების სერვისის ავტომობილები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტომობილები, რომელთაც სხვაგვარად გადაადგილება უჭირთ. გარდა ამისა, ბერლინელები შეძლებენ ქარშეარინგით სარგებლობას, თუმცა ისიც მხოლოდ წელიწადში 12-ჯერ.