ბერლინის პრუსიის სამეფო სასახლეში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი სასახლეში მაშინ გაჩნდა, როდესაც მის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული. ადგილზე სამაშველო-სახანძრო ჯგუფები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
პრუსიის სამეფო სასახლე მე-15 საუკუნეშია აშენებული. მე-2 მსოფლიო ომის დროს ის მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამჟამად სასახლის შენობაში მუზეუმი და კულტურის ცენტრია განთავსებული.