ბერლინის ღამის კლუბების ასოციაციის თავმჯდომარე, პამელა შობესსი საინფორმაციო სააგენტო Deutsche Presse-Agentur-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ქალაქის საკლუბო სცენა ჩვეულ რეჟიმს 2022 წლის ბოლომდე ვერ დაუბრუნდება. ამიტომაც, გერმანიის მთავრობა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ღამის კლუბებს ფინანსურად მიმდინარე წლის ივნისამდე დაეხმარებიან.