"ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ბერი გაბრიელ სალოსის 133-ის მცხოვრებლებს შეხვდა.ისნის ყოფილი ფეხსაცმელების ფაბრიკის შენობაში მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ, შენობა არის ავარიული და სასწრაფოდ ესაჭიროება გადახურვა.მოსახლეობის ინფორმაციით, წვიმის დროს შენობაში ისევე წვიმს, როგორც შენობის გარეთ. როგორც ხოშტარიამ ადგილზე განაცხადა, ის აუცილებლად მიმართავს, მერიას, გამგეობას და ეკონომიკის სამინისტროს, რათა მოხდეს ადგილობრივების პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარება.