"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ შარდენზე ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს კლუბის დაცვის წევრი დააკავეს, პოლიციელების მიერ დაკავებული დაცვის წევრის გათავისუფლება ბერა ივანიშვილმა მოითხოვა, რასაც პოლიციელები არ დაემორჩილნენ. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი ინცინდენტის გამო პოლიციის ცხრა თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა.