06:16
1 აგვისტო, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული აუდიო ჩანაწერების შესახებ, პროკურატურა შუალედურ დასკვნას ავრცელებს
18-06-2021

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუდიო ჩანაწერებს რედაქტირების კვალი აღენიშნება და აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის შედეგად.

პროკურორის განცხადებითვე, გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომრებზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში.

AutoPlay
არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ერაყში თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
სიცილიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ირაკლი ღარიბაშვილი - თანავუგრძნობ მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და ზიანის გამო
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ტოკიოს ოლიმპიადაზე ანტონ პლესნოიმ ძალოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითაც საქართველოს მეხუთე მედალი მოუტანა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
თურქეთში რამდენიმე პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
რატი
18-06-2021
როგორი ყალბებიც არიან,ისეთი ყალბია ეგ დასკვნაც.აბა ბიძინას ჯიბის პროკურატურისგან რას ელოდით.
სხვა სიახლეები