მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია საპატრიარქოს ბოროტ გუნდს უწოდებს. მისი თქმით ეკლესიაში მიმდინარე ყველა ბოროტი პროცესის დამგეგმავი თავად საპატრიარქოა. მღვდელ-მონაზონი ამბობს რომ საპატრიარქოს წევრები ცდილობენ გაანადგურონ ის ადამიანები რომელებიც ცდილობენ საზოგადოებაში ნათელი მოჰფინონ საპატრიარქოს მანკერ მხარეებს. ანდრია სარიამ დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამით სპეკულაციას არ დაიწყებს თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და თუ დროულად არ მოხდება მისი მკურნალობა დეკანოზი პარალიზდება.