გასული წლის დეკემბერში ნავთობპროდუქტების იმპორტი ნოემბერთან შედარებით 21 ათას 300 ტონით გაიზარდა და 116 ათას 700 ტონა შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობიმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2017 წლის დეკემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა 43 ათას 900 ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 72 ათას 800 ტონა შეადგინა.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის დეკემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა, კერძოდ 34 ათას 100 ტონა აზერბაიჯანიდან განხორციელდა. მას მოსდევს: რუსეთი, რუმინეთი, თურქმენეთი, ბულგარეთი და საბერძნეთი.