00:40
18 აგვისტო, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო
30-07-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინგასამართი სადგუების შემოწმება დაიწყეს. დიზელის საწვავში ცეტანის რიცხვის, სიმკვრივის, გოგირდისა და პოლიციკლური არომატული ნახშირწყლების მოცულობითი წილის შემცველობის დადგენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 120 სინჯის აღება მოხდება. შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს. კვლევის შედეგად დადგინდება დიზელის საწვავის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში.  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას  8 000 ლარის ოდენობით

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები