Bentley Bentayga-ს ხომ კარგად იცნობთ? ყველაზე სწრაფი, ყველაზე ძვირფასი და ა.შ. და როგორია ეს ბრიტანელი თავის მთავარ კონკურენტთან შედარებით? მულტიტალანტი, უნივერსალური გენია, ყოვლისშემძლე ავტომობილი - ოფიციალურ, PR-პრესრელიზებში მდიდრული SUV-ების შესახებ რას აღარ წაიკითხავ. არადა, სინამდვილეში არ არსებობს არცერთი ავტომობილი, რომელიც 100 პროცენტით ყოვლისშემძლე იქნება. იმიტომ, რომ მართლა ყოვლისშემძლე მანქანა სპორტული ავტომობილივით სწრაფიც უნდა იყოს, ლუქს-სედანივით კომფორტული და მდიდრულიც, საოჯახო უნივერსალივით პრაქტიკული და პრაგმატულიც და ყველგანმავლის დარი გამავლობაც უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი ერთად კი, მაღალ დონეზე, შეუძლებელია. ბრიტანელები გვეუბნებიან, ეგ აქამდე იყო შეუძლებელიო. და ახლა რა მოხდა ისეთი? საქმე ისაა, რომ თავისი სუპერ-SUV "ბენტლიმაც" გამოუშვა. შეუძლია თუ არა Bentayga-ს მართლაც ყველაფერი? შევეცდებით, ამ კითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ.