კომპანია Bentley აპირებს ააშენოს პირველი საფირმო საცხოვრებელი ცათამბჯენი - Bentley Residences-ი. კომპლექსი ატლანტიკის სანაპიროზე ქალაქ სანი-აილს-ბიჩში განთავსდება მაიამისთან ახლოს. Bentley Residences-ში სულ 200 აპარტამენტი იქნება პანორამული შემინვით. 60-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება და 2026 წელს დასრულდება.
კომპლექსში მთავარი იქნება ავტოფარეხი რამდენიმე ავტომობილისთვის და სპეციალური ლიფტი მათთვის. ბინის მფლობელების განკარგულებაში იქნება ასევე სატრენაჟორო დარბაზი, კინოთეატრი, სპა-ცენტრი, ვისკი-ბარი და რესტორანი. ბონუსად კი თვალწარმტაცი ხედი ზღვაზე.
Bentley არ არის პირველი ლუქს-კომპანია, რომელიც უძრავი ქონების სფეროში შევიდა, წლის დასაწყისში ამ სეგმენტში შესვლაზე გამოაცხადა Aston Martin-მაც, რომელსაც უკვე აქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი.