18:20
9 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო
24-05-2020

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო. ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც  სასამართლის წინაშე მოქმედი სახელმწიფოს მეთაური წარსდგა. ბრალდების მხარე ნეთანიაჰუს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქრთამის აღებაში სდებს ბრალს. აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.  ბრალდების მხარეს საქმეზე 300-ზე მეტი მოწმე ჰყავს დარეგისტრირებული. სპეციალისტების მტკივებით, გამოძიება სულ მცირე რამდენიმე თვე გაგრძელდება და ის შესაძლოა 2 წლამდეც კი გაიწელოს. ისრაელის კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულისთვის ბრალდებული პრემიერ-მინისტრი ვალდებული არაა თანამდებობიდან გადადგეს. გასამართლების შემთხვევაშიც კი, ნეთანიაჰუს გადადგომის ვალდებულება იქამდე არ აქვს, ვიდრე რაიმე სახის აპელაცია იარსებებს.

AutoPlay
ირანში კორონავირუსით 221 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას სამწუხაროს და "მიუღებელს" უწოდებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს "ფეიკ ნიუსების" შეთხზვაში ადანაშაულებს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები სეულის მერს ეძებენ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პროკურატურა - გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც ცალკე წარმოებად გამოიყო
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ვფიქრობთ, ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება - საპატრიარქო
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები