ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდმა" ისრაელის ვადამდელი არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.
ხმების 90 პროცენტზე მეტი დათვლილია, რომლის თანახმად, მმართველი პარტია "ლიკუდისა" და ოპოზიციური პარტია "ლურჯი და თეთრის" ალიანსის შემთხვევაშიც კი ისინი 120 წევრიან პარლამენტში მხოლოდ 55 მანდატს მოიპოვებენ, უმრავლესობის შესაქმნელად კი სულ ცოტა 61 მანდატია საჭირო. ამას ისიც ემატება რომ გენშტაბის ყოფილი უფროსი, ბენი განცი, რომელიც პარტია "ლურჯი და თეთრის" ხელმძღვანელობს, "ლიკუდისთან" ალიანსს გამორიცხავს და აცხადებს, რომ არ სურს იმ მთავრობაში ყოფნა, რომელშიც კორუფციაში ბრალდებული ნეთანიაჰუა.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს, რომლის პარტია - "ისრაელი ჩვენი სახლია" - წინასწარი მონაცემებით, არჩევნების შედეგად პარლამენტში 11 მანდატის მოპოვებას შეძლებს, იგი ულტრა-მართლმადიდებლურ ებრაულ პარტიებთან, რომლებიც ნეთანიაჰუს მთავრობის წევრები არიან, ყოველგვარ ალიანსს გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში ვადამდელი საპარლამენტი არჩევნები სამშაბათს ჩატარდა.