ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ TBN-თან სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ებრაელების გენოციდსა და ირანის ბირთვულ პროგრამას შორის პარალელები გაავლო.
"დღეს ჩვენ შეგვიძლია თავი დაცვათ და ვფიქრობ ოსვენციმის გაკვეთილია ის, რომ ცუდი რაღაცები მაშინ უნდა შეაჩერო, როცა ისინი პატარები არიან. ირანი ძალიან ცუდი რამეა. ის არც თუ ისე პატარაა, თუმცა მას ბევრად უფრო შეუძლია გაიზარდოს თუ ბირთვული იარაღი ექნება. ჩვენ პირველ რიგში ეს უნდა შევაჩეროთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ებრაელები თავდაცვისუუნარო აღარასდროს იქნებიან იმ ძალების წინააღმდეგ, ვისაც მათი განადგურება სურთ.