ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიის ინფორმაციით, ოფიციალურ მილოცვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ორ სახელმწიფოს შორის არსებულ მნიშვნელოვან პარტნიორობას და გამოთქვამს იმედს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.