ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მოკავშირეები ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ.
BBC-ის ინფორმაციით, ნეთანიაჰუს პარტია „ლი კუდი“ და მისი მოკავშირეები სავარაუდოდ ისრაელის 120-ადგილიან პარლამენტში 52 ან 53 ხმის მოპოვებას შეძლებენ, რაც უმრავლესობის მოსაპოვებლად არ არის საკმარისი.
გამოცემა წერს, რომ ქვეყნის ოპოზიციური პარტიები დიდი ალბათობით კოლაიციის შექმნასა და უმრავლესობის მოპოვებას შეძლებენ. ოფიციალურ შედეგებს ქვეყნის საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.
ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში საპარლამეტო არჩევნები მეოთხედ ჩატარდა. წინა არჩევნების დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტში კოალიციის შექმნა შეძლო.