ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ტახტის მემკვიდრე პრინც სალმან ალ-ხალიფას მიწვევით უახლოეს მომავალში ბაჰრეინში ვიზიტს გეგმავს. „ჩვენ ორივე აღფრთოვანებული ვართ იმით, რომ მშვიდობის ნაყოფი ჩვენს ხალხს და ქვეყნებს ასეთ მოკლე დროში მოვუტანეთ. ალ-ხალიფამ ბაჰრეინში ოფიციალური ვიზიტისთვის მიმიპატიჟა და ამას სიამოვნებით გავაკეთებ, ”- განაცხადა ნეთანიაჰუმ. აღსანიშნავია, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმებას აშშ-ის შუამავლობით სექტემბრიდან სამმა ქვეყანამ - არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და სუდანმა მიაღწია. გუშინ მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კვირას ნეთანიაჰუ საუდის არაბეთში საიდუმლოდ გაემგზავრა, სადაც ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა.