ერთ-ერთი ბელგიური გამოცემის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე გენტიდან მიდის და კარიერას, დიდი ალბათობით, ბრატისლავის სლოვანში გააგრძელებს, რომლის თავკაციც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ვლადიმერ ვაისია.
„გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ დატოვებას აპირებს. გასულ ზამთარში ქართველი იჯარით გერმანულ „ჰამბურგში“ გადავიდა, ახლა კი, დიდი ალბათობით, ბრატისლავას „სლოვანში“ გადავა.– „გენტი“ ჩაკვეტაძეს ხელს არ უშლის და „სლოვანთან“ შეთანხმებას მიაღწია იჯარაზე გამოსყიდვის ოფციით.
არსებული ინფორმაციით, ნახევარმცველმა კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა. თუ წარმატებას მიაღწევს, ჩაკვეტაძე, შესაძლოა, მალე ოფიციალურად წარადგინონ სლოვაკურ კლუბში“-ნათქვამია ბელგიური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ სლოვანის რიგებში ორი ქართველი ფეხბურთელი, გურმა კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ.