ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.
პრეს-ტური ტურიზმის ადმინისტრაციისა და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით გაიმართა. პრეს-ტურში ლუქსემბურგისა და ბელგიის ჟურნალისტთა ჯგუფი თბილისის შემდეგ მცხეთას, სტეფანწმინდას, გუდაურს და კახეთს ეწვევა.
ტურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ.