ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა ინციდენტი მოხდა. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები შეხვედრაზე მისული ემიგრანტების ნაწილს დაუპირისპირდნენ, მათ პროვოკატორები უწოდეს და დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს. ინციდენტში მონაწილეობდა ჟურნალისტი შალვა რამიშვილიც. გარდა ამისა დაპირისპირებაში მონაწილეათა ნაწილს "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირა.