ბელარუსული კომპანია მოგილევ მეტალურჯიკალ ვორქსი საქართველოში ლიფტების წარმოებას განიხილავს. ინიციატივა ბელარუსის მხარემ საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს გააცნო. მხარეებმა ამ მიმართულებით სამომავლო პარტნიორული ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარია ბელარუსული კომპანიის მიერ დანერგილი წარმოების ანალოგიის შექმნაზე საქართველოში. აღნიშნული კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის სერტიფიცირებულ პროდუქტს და ორიენტირებულია ნანო ტექნოლოგიებზე. ბელარუსის დელეგაციის წევრებმა საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით საქართველოში მაღალი ტექნელოგიების სფეროში ინვესტირების სურვილი გამოთქვეს.