ბელარუსის ქალაქ გომელში, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე პატიმრობაში გარდაიცავალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ბელარუსულ სააგენტო Belta-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, 25 წლის ახალგაზრდა კვირას დააკავეს და მოგვიანებით, უკანონო საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, მამაკაცი საავადმყოფოში მაშინვე გადაიყვანეს, როგორც კი თავი შეუძლოდ იგრძნო, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები კვირიდან, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან, მიმდინარეობს. პროტესტი წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის თანახამდაც, მოქმედ პრეზიდენტს მხარი ამომრჩეველთა 80,23%-მა დაუჭირა. ოფიციალური ინფორმაციით, გასული 3 დღის განმავლობაში აქციის 2000-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.