23:28
23 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება დაიწყო
14-08-2020

ბელარუსის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 1000-ზე მეტი მოქალაქე გაათავისუფლა. „ჩვენ არ გვსურს ომი. 1000-ზე მეტი მოქალაქე იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ არასანქცირებულ მსვლელობებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ,“- განაცხადა ბელარუსის სენატის სპიკერმა ნატალია კოჩანოვამ. მედიის ინფორმაციით, მინსკში, წინასწარი დაკავების ცენტრთან ათობით ადამიანია შეკრებილი. ისინი ხმამაღლა კითხულობენ იმ პირების სახელებს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დაიკარგნენ. ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა იური კარაევმა იმ მოქალაქეებს, რომლებიც არა აქციის მონაწილეები, არამედ გამვლელები იყვნენ და პოლიციის ძალადობის მსხვერპლნი შემთხვევით აღმოჩნდნენ, ბოდიში მოუხადა. ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 6 700-მდე მოქალაქე დააკავეს, აქციის 2 მონაწილე კი -გარდაიცვალა. შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები