ბელარუსის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ადგილი საკანონმდებლო ორგანოში. არჩევნები კვირას გაიმართა, წინასწარი შედეგები კი დღეს გამოცხადდა. შედეგების მიხედვით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სრული ძალაუფლება შეინარჩუნა.
აღსანიშნავია, რომ 65 წლის პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში დასავლეთთან კავშირების გაუმჯობესების მიზნით, ოპოზიციას უფრო მეტი გასაქანი მისცა და პოლიტპატიმრებიც გაათავისუფლა, თუმცა, მისი მმართველობა არ იცვლება. უფრო მეტიც ლუკაშენკო, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყანას უკვე 25 წელია მართავს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ აპირებს მონაწილეობას.