ბელარუსში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი ირანიდან ჩასულ სტუდენტს დაუდგინდა.
კორონავირუსი გამოვლინდა ასევე ახალ ზელანდიაშიც, სადაც ვირუსი ასევე ირანიდან ჩასულ მოქალაქეს აღმოაჩნდა. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 83 045-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 36 574-ს აღწევს. ფატალურმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო ჩინეთში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ვირუსს ჩინეთის ფარგლებს გარეთ 70 ადამინი ემსხვერლა, აქედან : 26 - ირანში, 17- იტალიაში, 13 სამხრეთ კორეაში, 8 - იაპონიაში, 2-2 - ჰონგ-კონგსა და საფრანგეთში, თითო შემთხვევა კი ფილიპინებსა და ტაივანში დაფიქსირდა.