ბელარუსმა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატზე, სვეტლანა ტიხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ტიხანოვსკაიას ბრალი ქვეყნის „კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი მეთოდებით დამხობის“ მცდელობისა და იმ ქმედებების ჩადენისთვის აქვს წაყენებული, რომლებიც „მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას“.
მედიის ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სვეტალანა ტიხანოვსკაიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სვეტალანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი.