ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა. 10 აგვისტოს საღამოს, ტიხანოვსკაიას მომხრეებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან კავშირი დაკარგეს მას შემდეგ, რაც ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეწვია. მოგვიანებით, კანდიდატის შტაბის წევრმა, ანა კრასულინამ განაცხადა, რომ ტიხანოვსკაია თავის ადვოკატთან ერთად ცესკოში იმყოფებოდა, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, გუშინ სვეტლანა ტიხანოვსკაიას პრესსპიკერმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გამო, პრეზიდენტობის კანდიდატი საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.