13:00
30 მაისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ბელორუსის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ბელორუსის საქმიანი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
02-09-2016
ბელორუსის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ბელორუსის საქმიანი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და ბელორუსის უწყებების წარმომადგენლებმა სხვადასხვა დარგის, მათ შორის, ფარმაცევტიკის და ტურიზმის შესახებ პრეზენტაციები გამართეს. სხდომაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს. ღონისძიების ფარგლებში, ქართულ და ბელორუსულ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა. ვიზიტის ფარგლებში, ბელორუსის ეროვნული გამოფენაც გაიხსნა, სადაც მონაწილეობას 140 საწარმო იღებს. გამოფენა 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები