ბელარუსი ევროკავშირს საპასუხო სანქციებს დაუწესებს.
„ბელარუსი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა დაპირისპირებას. ჩვენ დიალოგისა და ურთიერთგაგების მომხრე ვართ. მაგრამ, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აუცილებლად ვუპასუხებთ არამეგობრულ ქმედებებს, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები,“- აცხადებენ ბელარუსის საგარეო უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ ბელარუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებული სავიზო სანქციების საპასუხოდ, ბელარუსი სანქციების საპასუხო სიას ამზადებს. მათი მტკიცებით, თუკი ევროკავშირი სანქციებს კიდევ გაამკაცრებს, ამას ბელარუსის მხრიდან, შესაძლოა, კიდევ უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვეს, როგორიცაა ერთობლივი პროგრამებიდან და პროექტებიდან გასვლა და დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. სანქციების სიაში ბელარუსის 40-მდე ოფიციალური პირია შესული.