საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს "ბეკოს" საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობის 20 წელი შეუსრულდა. თარიღი კომპანიამ უამრავი სიურპრიზით, გრანდიოზული გათამაშებითა და გალა კონცერტით აღნიშნა. ბეკოს იუბელესადმი მიძღვნილი საღამო თბილისი ივენთ ჰოლში გაიმართა, სადაც საიუბილეო გათამაშების პირველი გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული 2017 წლის ტოიოტა კოროლას მფლობელი გახდა.
საიუბილეო საღამოზე მიწვეული იყო 500 სტუმარი. მათ შორის საჯარო პირები, სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მედია. სტუმრებს "ბეკომ" არაერთი სიურპრიზი მოუწყო. ადგილზე გათამაშდა ბეკოს 20-მდე ტექნიკა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ გიორგი ცაგარელი, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე. ღონისძიებას თბილისის მერი -დავით ნარმანიაც დაესწრო.