„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, მათი აქცია შესაძლოა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აღარ გაიმართოს.როგორც წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტთან აქციას წყვეტენ და სამოქმედო გეგმის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით, სოციალური ქსელის საშუალებით შეატყობინებენ.