ჩვენი ადრესატი არა კახა კალაძე, არამედ მთავრობაა, რომელიც პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, - ამის შესახებ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრმა ბექა წიქარიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორების დღის წესრიგიდან არ იხსნება ნარკოპოლიტიკის შეცვლა, თუმცა დღეს ისინი გუშინდელ უსამართლობაზე ითხოვენ პასუხისმგებელი პირების დასჯას.