ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ნაცვლიშვილი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ასახელებს.კანონპროექტი პარლამენტმა დღეს განიხილა და მას 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 10-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.