პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას მოუწოდებს, ახალი სამუშაო ადგილები შექმნას, რომელიც პენსიონერთა და რისკ- ჯგუფებისთვის სერვისების მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული. დეპუტატი ასევე ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას, ხარჯვითი პოლიტიკის გაძლიერებას, ჯანდაცვის სისტემის გადააზრებას, ბანკებთან დამოკიდებულების შეცვლას და საგარეო ვალის აღებას ურჩევს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
რაც შეეხება ეკონიმიკის სტიმულირებას, ნაცვლიშვილის თქმით, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს ინფრასტრუქტურული პროექტები , ყველა დიდ რეგიონში, სადაც არ არის მუნიციპალური საავადმყოფო, უნდა დაიწყოს მათი მშენებლობა მყისიერად.