დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი საქართველოს მთავრობას კომპანია "ფრონტერას" 86 თანამშრომლისთვის მიცემული პირობის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ 86 ადამიანის ბედი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უფრო კომფორტულ გარემოზე გაცვალა.
ნაცვლიშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს, უზრუნველყოს, "ფრონტერაში" ყველა დასაქმებული პირისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება, რადგან მათი ბედი გაურკვეველია. როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, მთავრობამ დროუალდ უნდა დაიწყოს ხელფასების კომპენსირება და უზრუნველყოს მათი ოჯახების ელემენეტარული პირობების დაკმაყოფილება.