ბექა ლილუაშვილი - შეცდომა იყო 20 ივნისის დღე, შეცდომაა ინსტიტუტების სისუსტე, პარტიაში შეჭრის გზით ნიკა მელიას დაკავება კი ევროპული მომავლისთვის რისკის შემცველი იყო, რისი მოცემულობაც აშკარად გვაქვს - Palitra News

ბექა ლილუაშვილი - შეცდომა იყო 20 ივნისის დღე, შეცდომაა ინსტიტუტების სისუსტე, პარტიაში შეჭრის გზით ნიკა მელიას დაკავება კი ევროპული მომავლისთვის რისკის შემცველი იყო, რისი მოცემულობაც აშკარად გვაქვს

2021-04-14 18:09:12+04:00

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, დღეს „ქართული ოცნების“ ყველაზე კრიტიკული შეცდომაა ის, რომ მან ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ქვეყანაში უკიდურესად რადიკალური პოლიტიკური გარემო შექმნა.

როგორც ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ხელისუფლების შეცდომა იყო ასევე, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები, როდესაც რუსი პოლიტიკოსი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა.

ლილუაშვილის შეფასებით, ამ ფაქტის გამო, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური საფასური არაერთხელ გადაიხადა და მას დღემდე იხდის.