პატრულის დევნის ოპერაციის დროს დაღუპული ბექა ხახუბიას საქმეზე დღეს გორში მორიგი პროცესი იმართება.სასამართლო სხდომაზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ინსპექტორი დაიკითხება, რომლებიც დევნას ახორციელებდნენ.
ადვოკატის მტკიცებით, პოლიციამ საკუთარი მოვალეობა პირნათლად შეასრულა და იმედოვნებს, რომ ბრალდებული სამართალდამცველების მიმართ სასამართლო გამამართლებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს.