ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა განაჩენი გამოაცხადა., რომლის მიხედვითაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ნუკრი ხაბელაშვილი უდანაშაულოდ ცნეს, საპატრულო პოლიციის მეორე თანამშრომელს, ზურაბ რუსიშვილს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით შეეფარდა, ხოლო მესამეს - გია სადაღაშვილს 2 წლის და 6 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდა. შეგახსენებთ, ნუკრი ხაბელაშვილს, ზურაბ რუსიშვილს და გია სადაღაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედებოდათ. 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 2017 წლის 17 მაისს ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა. ხახუბისას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციის თანამშრომელს წარედგინა, თუმცა სამივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.